ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ 14 ახალი წევრი ჰყავს
ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ 14 ახალი წევრი ჰყავს

სიახლე14-03-2022

ბოლო დროს სულ უფრო მეტი მევენახე-მეღვინე ინტერესდება ორგანული თუ ბიოღვინის წარმოებით და კონკრეტულად იმ ფილოსოფიით, რის გაშემოც ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრები გაერთიანდნენ. ამიტომაც ასოციაცია სპეციალური ინსპექტირების საფუძველზე ყოველწლიურად  აგრძელებს ახალი წევრების მიღებას.

 

ასოციაციის წევრობის მსურველებმა იციან, რომ საწევრო განაცხადების მიღება, განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება წლის დასაწყისიდან აგვისტოს ჩათვლით.

2019 წელს ასოციაციის წევრობაზე განაცხადი საქართველოს სხვადასხვა კუთხის 19-მა მარანმა წარმოადგინა. მარნებსა და ვენახებში ჩატარებული ვიზიტების შედეგად, ასოციაციის ინსპექტირების ჯგუფმა მოამზადა შესაბამისი ანგარიშები და რეკომენდაციები თითეულ მარანზე, რაც წარუდგინა დამფუძნებლებს განსახილველად.

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ დამფუძნებლები გადაწყვეტილებებს განხილვის და საერთო კონსესუსის საუძველზე იღებენ.  წელს შემოტანილი განცხადებებიდან 11 - მა მარანმა მიიღო დადებითი რეკომენდაცია. 6- მარანს უარი ეთქვა, რადგან არ აკმაყოფილებდა ასოციაციის სახელმძღვანელოთი განსაზღვრულ მოთხოვნებს. ერთმა მარანმა მიიღო შეთავაზება, ყოფილიყო ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ასოცირებული წევრი, რაზეც მან უარი განაცხადა. ერთმა მარანმა კი, ინსპექტირების ჩატარებამდე, უკან გაიტანა გამოგზავნილი განაცხადი.

წარმოგიდგენთ 2019 წელს ასოციაციაში მიღებულ ახალ წევრებს, რომლებიც ამიერიდან ას ბუნებრივი ღვინის მწარმოებელთა მეგობრულ გილდიას შეურთდებიან:

1.  გოგი დვალიშვილის მარანი;

2.  ზირაქაშვილების მარანი;

3.  ზურაბ კვირიაშვილის ვენახები;

4.  მეღვინეობა „მახარებელი“;

5.  კობიძეების მარანი;

6.  სილოვანი;

7.  ჩიტოს ღვინო;

8.  მანას მარანი;

9. იასეს მარანი;

10. ფანასკერტელი;

11. დემის მარანი.

აღსანიშნავია, რომ წელს ასევე მოხდა ასოცირებული წევრი მარნების გაწევრიანების საკითხის განხილვაც. არსებული 5 - მარნიდან 3-მა მიიღო დადებითი რეკომენდაცია, ხოლო ერთმა მიიღო უარყოფითი რეკომენდაცია, საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე  კიდევ ერთი მარნის საკითხი გადაწყდება მიმდინარე წლის  სექტემბერში.

აქვე წარმოგიდგენთ სამ ასოცირებულ წევრს, რომლებიც წელს გახდნენ წევრები:

1 . ბაიას ღვინო;

2. ტყლაპის მარანი;

3. ივერი ბიბინეიშვილის მარანი.

ამგვარად, წელს ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ სულ 14 ახალი მარანი შეუერთდა. წევრობის მსურველების რაოდენობა კი განუხრელად იზრდება. 

ასოციაცია ულოცავს ახალ წევრებს თანამოაზრეთა გუნდში გაწევრიანებას. 

ყველაფერი ბუნებრივი ჯობია!

ლევან სეფისკვერაძე