ამერიმერი
ამერიმერი

სიახლე14-03-2022

ამა წლის14 დეკემბერს, ქუთაისში კვლავ გაიმართება ბუნებრივი ღვინის ფესტივალი სახელწოდებით "ამერიმერი". ფესტივალის ორგანიზატორი ასოციაცია ბუნებრივი ღვინოა. "ამერიმერი" წელს უკვე მესამედ იმართება და სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაყენებულ ღვინოებს სთავაზობს. ფესტივალში, 70-მდე მცირე მარანი მიიღებს მონაწილეობას რომლებიც ასოციაცია ბუნებრივი ღვინის წევრები არიან. 

ამერიმერზე მოსულ სტუმრებს საშვალება ექნებათ შეხვდნენ მეღვინეებს, დააგემოვნონ და შეიძინონ მათი იშვიათი ღვინოები, ისიამოვნონ და აღმოაჩინონ ახალი გემოები. 

ფესტივალი ჩატარდება სასტუმრო "რჩეული"-ში, (მისამართი გრიგოლ ხანძთელის 21ბ), 1 დან 6 საათამდე. ბილეთის ფასი 10 ლარი