სიახლე . 21-06-2022
ამერიმერი 2025 - ფესტივალის მონაწილე 83 მარანი ცნობილია
ქართული ბუნებრივი ღვინის მოყვარულთა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ფესტივალი „ამერიმერი“ 6 დეკემბერს ქალაქ წყალტუბოში სასტუმრო „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტში“ გაიმართება.
ფესტივალის ორგანიზატორია ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ და მასში მხოლოდ ასოციაციის წევრი მარნები მონაწილეობენ.
„ამერიმერი“,ტრადიციულად,ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იმართება და მიზნად ისახავს ქართული ბუნებრივი ღვინის პოპულარიზაციას,მცირე და ოჯახური მარნების წახალისებას,აგრეთვე ქართული მეღვინეობის უნიკალური ტრადიციების წარმოჩენას.
ფესტივალი „ამერიმერი“ 2024 წლიდან ფესტივალის დამფუძნებლის, სოლიკო ცაიშვილის სახელს ატარებს და აერთიანებს ყველა კუთხის ქართველ მეღვინეებს, რომლებიც საერთო იდეით ბუნებრივი,ჯანსაღი ღვინის სიყვარულით გაერთიანდნენ.
წარმოგიდგენთ ფესტივალის მონაწილე 83 მარანს:
გურია
- იბერიელი
- კობიძეების მარანი
- გია ჯამბერიძის მარანი
სამეგრელო
- მარტვილის მარანი
იმერეთი
- ამირან ვეფხვაძის მარანი
- არჩილ გუნიავას მარანი
- სიმონიკა- ჩხეიძეების ღვინო
- ბაღდათის მამულები
- გაიოზ სოფრომაძე
- მეღვინეობ არერო
- მშვენიერაძეების მარანი
- მაკარიძის მარანი
- ბაგრატის ღვინო
- დიმის ფერდობი
- მინაძის მარანი ფერსვი
- ნიკოლაძეების მარანი
- მირიანის მარანი
- ენკენი
- ნიკოლაძეების საღვინე
- გდ ვაინი
კახეთი
- მეღვინეობა თილისმა
- გოგა ანკას მარანი გაფრენილი
- ართანულ იღვინო
- კორტავების მარანი
- მეღვინეობა ნაფერები
- მეღვინეობა მალატი
- ლომთაძეების მარანი
- კოლაგის
- ილტოს ველი
- მარტიაშვილის მარანი
- ვაინ ველი
- ღვინო ანბანი
- მარანი იორა
- ბაწაშვილის მარანი
- მეღვინეო ბადანო
- ზურაბ კვირიაშვილის ვენახები
- კონდოლი ვაინერი
- ჟუკა სანოს მარანი
- გონჯების ღვინო
- თედოს მარანი
- ლაგვანი
- ახმეტის ღვინის სახლი
- პაპას მარანი
- პეტრიაან თმარანი
- პატარა მარანი
- ჯუსოს მეღვინეობა
- მანავი ვაინს
- კოხტა მარანი
- ჩიტოს ღვინო
- მეღვინეობა ართანა
- ნადელები
- ბაკურციხელი
- ოქრო ღვინო
- რობის მარანი
- ნიკალას მარანი
- ღვარძელაშვილის მარანი
- ლაფატი
- მართალი ღვინო
- ჭორტაულის ვენახები
- ღვინო„ხვთისია“
- ჩვენი ღვინო
- დო რე მი
- ჩარექაული
- ჭონას მარანი
- დავით გრემელაშვილის მარანი
- ხოხბის ცრემლები
რაჭა
- ტარიელ ლომთაძის მარანი
- ახობაძეების საოჯახო მარანი წიქარე
- კერესელიძეების მარანი
ლეჩხუმი
- მარანი თამანი
ქართლი
- ნიაბის მარანი
- თენგი ზდვალიშვილის მეღვინეობა
- ირმას და კატოს ვენახები და მარანი
- თეძამი ვაინს
- შერმა
- გიორგი რევაზაშვილის მარანი
- ბუას მარანი
- იაგოს ღვინო
- გოცას მარანი
- დემის მარანი
- გაბრიელის ღვინო
შერეული რეგიონები
- ანდრიას ღვინო
- უნარი
ღვინის მოყვარულ ადამიანებთან ერთად „ამერიმერს“ სტუმრობენ ექსპორტიორები, რესტორატორები, ღვინის ექსპერტები და ჟურნალისტები, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მეღვინეებს საშუალება აქვთ, რომ სტუმრებს წარუდგინონ საკუთარი ხელით დაყენებული ღვინოები, რაც იმედს იძლევა რომ ქართული ბუნებრივი ღვინის ცნობადობა და გაყიდვები გაიზრდება, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.
ფესტივალი 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ჩატარდება. მისამართი: ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ. #23, სასტუმრო „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტი“.
ბილეთის ფასი: 25 ლარი (ბილეთის ღირებულებაში შედის: ფესტივალის კატალოგი).