Blog . 22-02-2025

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ მარნები საერთაშორისო დეგუსტაციებში მონაწილეობენ
ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან 2025 წლის განმავლობაში პერიოდულად ჩამოდიან ღვინის იმპორტიორები და სომელიეები, რომლებიც ძირითადად მცირე მარნებში ატარებენ დეგუსტაციებს. პროცესი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარეობს. თითოეულ დეგუსტაციაზე დასასწრებად ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ აქვს 5 მარნის წარდგენის კვოტა და შესაბამისად, ყველა ასეთ დეგუსტაციაზე ასოციაციის 5 წევრი მარანი მონაწილეობს.
პირველი დეგუსტაცია 21 ივნისს ჩარდახში, „იაგოს მარანში“ გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ასოციაციის წევრმა მარნებმა: „ანდრიას ღვინო“ „ალექსანდრეს მარანი“, „ამირან ვეფხვაძის მარანი“, „ანაპეა“ და „ანგურა“.
სტუმრები პირველ დეგუსტაციაზე დიდი ბრიტანეთიდან იყვნენ, შემდეგი შემადგენლობით:
- შეინ ჯონსი - ღვინისა და საკეს სერტიფიცირებული სპეციალისტი,
- ლიზი ო’რაიორდანი - ღვინის მწერალი და სომელიე,
- ჯეკ პრინცი - სერტიფიცირებული სომელიე,
- სტეფან ნოიმანი - მასტერ სომელიე, ღვინის პრეზენტატორი და კონსულტანტი,
- კეროლ ბრაიონი - სომელიე და ღვინით მოვაჭრე,
- ოლუფიკაიო იფატუროტი - ღვინის კონსულტანტი,
- ვიქტორია შარპლსი - ღვინის ბიზნესისა და ტურიზმის კონსულტანტი,
- ჯორჯინა კინსელა - ღვინის მწერალი,
- ჯესიკა სამერი - Mouse and Grape-ის დამფუძნებელი და
- ჯეიმს კარდი - Berenjak-ის ჯგუფის გენერალური მენეჯერი.
მომდევნო დეგუსტაცია გაიმართა 27 ივნისს კიკეთში, „გოცას მარანში“, სადაც მონაწილეობდნენ: „ბაწაშვილის მარანი“, „ბუას მარანი“, „გაბრიელის მარანი“, „გიორგი რევაზაშვილის მარანი“ და „დავით გრემელაშვილის მარანი“.
ამჯერად დეგუსტაციაში მონაწილე იმპორტიორები, სომელიეები და დისტრიბუტორები ჩინეთიდან იყვნენ. ჩინელი სტუმრები საქართველოს შემდეგი შემადგენლობით ეწვივნენ:
- ფონგი უოკერი - ღვინის მაგისტრი,
- კევინ იადონგი - ღვინის ვაჭრობის უფროსი იმპორტიორი ჩინეთში,
- კრისტინა ვანი - ღვინის ბლოგერი/ჟურნალისტი და მწერალი,
- ევა ლინგი - ბლოგერი/მწერალი/გურმანი,
- ჩანგ ლიუ დიპსეტი - ღვინის სპეციალისტი,
- ლინი იაოჯუნი - ღვინის ექსპერტი,
- იინგ სუნი - ღვინის ექსპერტი,
- ჰაო ლი დიპსეტი - ღვინის ექსპერტი,
- ენ ჩენი - DipWSET-ის წარმომადგენელი.
24 ივლისს კარდენახში, „ნიკალას მარანში“ გამართულ რიგით მესამე დეგუსტაციაში ტრადიციულად ასოციაციის წევრმა ხუთმა მარანმა მიიღო მონაწილეობა: „ზურაბ კვირიაშვილის ვენახები“, „დემის მარანი“, „დორემი“, „ვაინ ველი“ და „ექიმის ბიო მარანი“.
მესამე დეგუსტაციაზე მოწვეული სპეციალისტები და ღვინის სომელიეები ამერიკის შეერთებული შტატებიდან იყვნენ. ქართული ღვინო გასინჯეს და შეაფასეს ღვინის ექსპერტმა,
- ჯონათან აიჰოლცმა; Hogsalt-ის დამფუძნებელმა,
- ჯიმ ბუბემ; Ferry Plaza Wine Merchant-ის მფლობელმა,
- პეტერ გრანოფმა; სომელიე
- მორგან ჰარისმა; Knead Wine-ისა და Tremolo Bar-ის მფლობელმა,
- ჯარად სლიპიმ; Kohanaiki Resort-ის წარმომადგენელმა,
- ენდი მაიერსმა და
- ბრეტ დევისმა, რომელიც - E. & J. Gallo Winery-ის გაყიდვებისა და განათლების მენეჯერია.
დეგუსტაციების ციკლი სამომავლოდაც გაგრძელდება და მასში ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი მარნები კვლავ მიიღებენ მონაწილეობას. წინასწარ არც ერთმა მეღვინემ არ იცის სომელიეები და ღვინით მოვაჭრეები რომელი ქვეყნიდან ჩამოვლენ, მაგრამ დეგუსტაციებში მონაწილეობის საშუალება, ანბანური რიგითობით, ასოციაციის ყველა წევრს ექნება.