ცნობილია მარნები, ვინც მონაწილეობს სოლიკო ცაიშვილის სახელობის ფესტივალში „ამერიმერი“
ცნობილია მარნები, ვინც მონაწილეობს სოლიკო ცაიშვილის სახელობის ფესტივალში „ამერიმერი“

სიახლე07-11-2024

უკვე ცნობილია მარნები, რომლებიც 7 დეკემბერს, ქალაქ წყალტუბოში სოლიკო ცაიშვილის სახელობის ფესტივალ „ამერიმერში“ მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალი, ტრადიციულად, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ მიერ არის ორგანიზებული და მასში მხოლოდ ასოციაციის წევრი მარნები მონაწილეობენ. 

 

ბუნებრივი ღვინის ფესტივალს წელსაც სასტუმრო Legends Tskaltubo Spa Resort უმასპინძლებს და მასზე მოხვედრა ნებისმიერ ღვინის მოყვარულს შეეძლება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ადგილზეც და ასევე, წინასწარ www.tkt.ge - ზე. 

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ასოციაციის ორგანიზებით, წელს სოლიკო ცაიშვილის სახელობის ფესტივალზე მოწვეული არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალის, Raw Wine-ს დამფუძნებლის იზაბელ ლეჟერონის მიერ შერჩეული იმპორტიორები, რომლებიც დაინტერესებული არიან ახალი მარნების დამატებით. ისინი საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში იქნებიან, ეწვევიან ასოციაციის წევრ მარნებს და დაესწრებიან „ამერიმერს“.

 

ფესტივალზე ღვინის ნიმუშები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის თითქმის ყველა რეგიონიდან იქნება წარმოდგენილი, მესხეთის და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გარდა. ფესტივალზე წარმოდგენილი სასურველი ღვინოების შეძენა ადგილზეც იქნება შესაძლებელი. 

 

„ამერიმერის“ მონაწილე მეღვინეები მკაცრად იცავენ ასოციაციის მიერ დაწესებულ სტანდარტებს და წესებს, რაც ბუნებრივი ღვინის დასაყენებლად არის საჭირო.

 

წარმოგიდგენთ „ამერიმერში“ მონაწილე მარნებს: 

 

 

გურია

 

  1. იბერიელი
  2. კობიძეების მარანი
  3. გია ჯამბერიძის მარანი
  4. ბაბას მარანი

            სამეგრელო

  1. მარტვილის მარანი

            იმერეთი

  1. ამირან ვეფხვაძის მარანი
  2. არჩილ გუნიავას მარანი
  3. სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინო
  4. ბაღდათის მამულები
  5. გაიოზ სოფრომაძე
  6. მაკარიძის მარანი
  7. მშვენიერაძეების მარანი
  8. მინაძის მარანი „ფერსვი"
  9. მირიანის მარანი
  10. ნიკოლაძეების მარანი
  11. მეღვინეობა ნაგუთნები
  12. ბაგრატის ღვინო
  13. დიმის ფერდობი

                               

კახეთი

   

  1. ალექსანდრეს მარანი
  2. ანაპეას სოფელი,
  3. კორტავების მარანი
  4. ართანული ღვინო
  5. პატარა მარანი
  6. ჩიტოს ღვინო
  7. ველინო
  8. მანავი ვაინს
  9. ნადელები
  10. მეღვინეობა მალატი
  11. ალაფიანი
  12. მეღვინეობა ნაფერები
  13. დავით გრემელაშვილის მარანი
  14. ჯუსოს მეღვინეობა
  15. რობის მარანი
  16. ნიკალას მარანი
  17. ჟუკა-სანოს ღვინო
  18. მეღვინეობა ართანა
  19. ჭორტაულის ვენახები
  20. ანდრიას ღვინო
  21. მართალი ღვინო
  22. ლომთაძეების მარანი
  23. თედოს მარანი
  24. ბაკურციხელი
  25. ოქრო ღვინო
  26. ჭონას მარანი
  27. მარანი იორა
  28. ვაჟა გეთიაშვილის მარანი
  29. მეღვინეობა თილისმა
  30. ექიმის ბიო მარანი
  31. ღვინო „ხვთისია“
  32. ჩვენი ღვინო
  33. კონდოლი ვაინერი
  34. ხოხბის ცრემლები
  35. კოლაგის
  36. 525 ღვინო
  37. მარტიაშვილის მარანი
  38. ილტოს ველი
  39. ღვარძელაშვილის მარანი
  40. დორემი
  41. ჩარექაული
  42. ღვინო „ანბანი“
  43. ტანინი
  44. უნარი

 

             რაჭა

  1. პატარიძის  რაჭული
  2. ტარიელ ლომთაძის მარანი
  3. ხვედელიანების მარანი

 

                    ქართლი

  1. იაგოს ღვინო
  2. ნების მარანი
  3. ნიაბის მარანი
  4. სამთავისის მარანი
  5. ირმას და კატოს ვენახები და მარანი
  6. გიორგი რევაზაშვილის მარანი
  7. გაბრიელის ღვინო
  8. დემის მარანი
  9. გოცას მარანი
  10. ანგურა