სიახლე . 14-03-2022

ბუნებრივი ღვინის ფესტივალი ZERO COMPROMISE 9-10 მაისს გაიმართება
2024 წლის 9-10 მაისს, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ორგანიზებით და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისი კვლავ უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინის ფესტივალს ZERO COMPROMISE.
წელს ფესტივალის მხარდამჭერები არიან ADJARA COLLECTIVE და "VELI. store" რომელიც ბუნებრივი ღვინოების ონლაინ შეძენის შესაძლებლობას აქტიურად უჭერს მხარს.
მომრავლებული სტუმრების გამო ZERO COMPROMISE წელსაც ორდღიანი იქნება.
ორი დღის განმავლობაში ბუნებრივი ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს, ღვინის ექსპერტებს და იმპორტიორებს უკეთ შეეძლებათ გაეცნონ ბოლო წლების მოსავლის ქართულ ბუნებრივ ღვინოებს.
ტრადიციულად ბუნებრივი ღვინის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ასოციაციის წევრი ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მარნები.
შესაბამისად, ყველა წარმოდგენილი ღვინო იქნება ბუნებრივი მეღვინეობის წესების დაცვით დამზადებული.
ფესტივალზე ასევე შეძლებთ სხვადასხვა რესტორნების მიერ წარმოდგენილი მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნებას.
ფესტივალზე დასასწრები ბილეთები გაიყიდება TKT .Ge - ზე.
შესაძლებელი იქნება როგორც ერთ დღიანი ბილეთის (30 ლარი) ასევე ორ დღიანი ( 50 ლარი) აბონიმენტის შეძენა .
12 წლამდე პირებს არ სჭირდებათ ბილეთი.
ბილეთების ღირებულებაში შედის ფესტივალის კატალოგი.
ფესტივალი გაიმართება - თბილისი დოდო აბაშიძის #10 ( არტარეა)
11:00 - საათიდან -17:00 საათამდე.