©2019 by ასოციაცია ბუნებრივი ღვინო | Natural Wine Association.

10504978_313971682107867_400054028476134

ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში 2017 წლის თებერვალში ქართველი მევენახებისა და მეღვინეების მიერ.


ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (ე.ი. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ე.ი. ნატურალურ) მეღვინეობას.

 

ჩვენი მიზანი

ბუნებრივი ღვინო ნიშნავს რომ;

1. მევენახე-მეღვინე აშენებს და უვლის ვენახს ბიო(ეკო) მოთხოვნების შესაბამისად. იგი უფრთხილდება გარემოს და ცდილობს შექმნას ვენახში შესაძლებლად თვითკმარი ეკო სისტემა.

2. მევენახე მეღვინე ღვინის დაყენებისას არ იყენებს იმ ხერხებს და საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება თვისებრივად შეცვალონ ღვინის ბუნებრივი ორგანოლეპტიკური თვისებები. 

 3. მევენახე-მეღვინე აღიარებს ღვინის წარმოშობაში ტერუარის პრიორიტეტულ     წვლილს და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ტერუარის თვისებების წარმოჩენას.


4. მევენახე- მეღვინის მიერ გამოყენებული ეტიკეტი სიმართლით და სრულად უნდა ასახავდეს ღვინის წარმოშობას.


 ----------------------------------------------------------------------------------------------------------------

ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბუნებრივი მევენახეობა მეღვინოების განვითარებას. რითაც;

  • დავუტოვებთ მომავალ თაობებს ჯანსაღ და, სიცოცხლისუნარიან ვენახებს და ეკოსისტემას.

  • გვსურს ღვინის მოყვარულთ ისეთი ღვინო შევთავაზოთ, სადაც სრულად იქნება შენარჩუნებული ყურძნის მოცემული ჯიშისა და ტერუარის დამახასიათებელი გემოვნებითი თვისებები, არომატი და ალკოჰოლის შემცველობა; ღვინო, რომლის  ბუნებრივობას ვიტალურობასაც მთელი სისავსით შეიგრძნობთ.

  • შევქმნით ხარისხის ნიშანს რომელიც იქნება ამ კავშირის წევრობისა და მაშასადამე ორგანული მევენახეობისა და ბუნებრივი მეღვინეობის დამადასტურებელი ნიშანი.

 

Contact us

Vazha Fshavela 16, Tbilisi

555708881 . 599963317